ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

რა აღმოაჩინეს ბინაში, სადაც ბიძამ ძმისშვილი სასტიკად მოკლა

რუსთავში სასტიკად ნაწამები 13 წლის ბიჭის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ,,ინფო რუსთავს” უამბეს, ძმიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძის საცხოვრებელ სახლში ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს მკვლელობამდე 2 კვირით ადრე მძიმე დეპრესია ჰქონდა, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და მკურნალობას ითხოვდა.

ვალერის მეგობრები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ ბოლო 10 დღე ის სახლიდან საერთოდ არ გადიოდა. მისი ძმისშვილისგან კი იცოდნენ, რომ მამაკაცს ჰალუცინაციები დაეწყო და ხშირად აღნიშნავდა, რომ მას უთვალთვალებენ, რის გამოც ყველას სათანადოდ გაუსწორდებოდა.

მკვლელობის წინა დღეს მან საკუთარი მამა სცემა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებთან საუბარში მან განაცხადა, რომ წაიქცა და თავი იატაკს დაარტყა. ბინაში დაბრუნებულ მამას შვილი ისევ აგრესიული დახვდა, რის გამოც მან რძალს სთხოვა, სახლიდან წასულიყვნენ და მცირეწლოვანი ბავშვიც წაეყვანათ.

მამა-შვილს რადგან კონფლიქტი ჰქონდათ, 13 წლის ბიჭმა სახლში დარჩენა ამჯობინა. უთქვამს, რომ ვთხოვ, იქნებ ჩემი ხათრით პაპას ფიზიკურად აღარ გაუსწორდესო. ვალერის მეგობრები აშნიშნავენ, რომ ბიძას და ძმისშვილს განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი, ბრალდებული მას შვილად მიიჩნევდა.

მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობის დღეს ვალერის სავარაუდოდ ფსიქოტროპული აბები ჰქონდა მიღებული. ერთ-ერთი მეგობარისთვის უთქვამს, ერთი ფირფიტა მთლიანად დავლიეო. მეგობრებმა ასევე გაარკვიეს, რომ ბრალდებული წამლებს სააფთიაქო ქსელში ექიმის ცნობის დახმარებით ხშირად ყიდულობდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა 10 თებერვალს დილის საათებში მოხდა. ბიძამ ძმისშვილი დანით მოკლა. მეგობრების თქმით, მათ ვალერი ირემაძე წინა დღეს თბილისში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში თანხა მოსთხოვეს და იმის გამო, რომ თანხა ვერ გადაიხადეს, შენობა დაატოვებინეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია უარყოფს.

ბრალდებულს მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
скачать dle 12.0

Загрузка...
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკკლამა

პოპულალური

  • » ცრემლი მომდის, როცა უმადური თანასოფლელების ნათქვამს ვისმენ - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელი?
  • » ირაკლის სასიკვდილოდ გადადებული რას წერს ნათია ფანჯიკიძე კიბოს
  • » ნახეთ, რომელი გადაცემის წამყვანი იყო სვანი გოგონა, რომელმაც წუხელ თავი ჩამოიხრჩო (ვიდეო)
  • » პატარები ისხდნენ ძააან 6 გოგო და 2 ბიჭი – ინფორმაცია დიდუბეში მომხდარ მძიმე ავარიზე (ვიდეო)
  • » მღვდელს 40 დღის ბავშვი ხელიდან გაუვარდა – მისი მდგომარეობა კრიტიკულია
  • » "ანი განსაკუთრებული იყო... ლამაზი, ძალიან ლამაზი" - ნახეთ, რას წერს დათო ლიკლიკაძე თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპულ 20 წლის გოგოზე
  • » ნახეთ, აი თურმე ვინ ყოფილა ხარია წერეთლის შვილი - "ჩემი უტკბილესი ხარ დეე..." (ფოტოები)
  • » რა ვითარებაში იპოვეს გიგი გეგეჭკორის ცხედარი შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
  • » ამას არავინ მოელოდა - ნახეთ, რის სათხოვნელად შეხვდა საპატრიარქოში ნიკა გვარამია ილია მეორეს
  • » "მე გეტყვით ახლა სიმართლეს, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის ამბავი... დიდი ხანი ვდუმდი ამის შესახებ..."