ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ცრემლი მომდის, როცა უმადური თანასოფლელების ნათქვამს ვისმენ - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელი?





«НОВАЯ ГАЗЕТА» (რუსეთი), 12 მარტი, 2019 წელი

რუსული გამოცემა «НОВАЯ ГАЗЕТА» აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "ლეგენდა ქართულ ოცნებაზე -
როგორ ცხოვრობს საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის მშობლიური სოფელი".
 
სტატიაში გადმოცემულია ქართველი ოლიგარქის - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლის - ჭორვილას დღევანდელი ცხოვრება (პუბლიკაცია მომზადებულია კავკასიის რეგიონული მედიაპროექტის JAMNEWS-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული რუსულენოვანი მასალის საფუძველზე. ავტორები - თამუნა ჩიხლაძე და დავით ფიფია). როგორც ფოტოებიდან ჩანს ჟურნალისტები ჭორვილაში ზამთარში იმყოფებოდნენ.
ჭორვილა, დავით  ფიფიას ფოტო, JAMnews
ფოტო: ჭორვილა, დავით ფიფიას ფოტო, JAMNEWS
FB
 
"ჭორვილა იმერეთის მხარეში,
-0:14
საჩხერის რაიონში მდებარეობს, თბილისიდან 166 კმ-ის დაშორებით. პატარა საქართველოს მასშტაბით იმერული სოფელი უკვე ღრმა პროვინციაა, მიყრუებული ადგილი, ღარიბი, მიწაც მწირია. რეგიონში მრეწველობა არ არის ან რაც იყო, ისიც გაჩერებულია. აქაც უმუშევრობა მეფობს, როგორც დანარჩენ საქართველოში... მოკლედ, ყველაფერს პოსტსაბჭოური გაჩანაგება ეტყობა... და უცებ, ამ უსიამოვნო ფონზე 
 
 
ჭორვილა თითქოსდა უდაბნოში ოაზისს მოგვაგონებს, მირაჟს. კარგი გზა, მშვენიერი სახლები, კარგად მოვლილი ეზო-კარი... თავს თითქოსდა შვეიცარიაში გრძნობ. ჭორვილას ირგვლივ ბევრი მითია გავრცელებული. მას ზოგჯერ ევროპულ სოფელს უწოდებენ, ზოგჯერ კი ერთ ცალკე აშენებულ სოფელში მცხოვრებ სოციალისტურ საზოგადოებას - ის რაც კომუნისტებმა ვერ მოახერხეს, მილიარდერმა განახორციელა", - ასე იწყება ვრცელი სტატია, რომელშიც საკმაოდ დეტალურად არის საუბარი "სანიმუშო ქართული უზრუნველი სოფლის" პარადოქსულ მდგომარეობაზე: თურმე ყველაფერი - გაზით, ელექტროენერგიით და სხვა მომსახურებით უფასო უზრუნველყოფა ჯერ კიდევ 2012 წელს დამთავრებულა.
 
პუბლიკაციის ავტორები ესაუბრებიან ჭორვილელებს, მათგან ზოგიერთი მიხეილ სააკაშვილსემდურის ("სწორედ მან სთხოვა ბიძინა ივანიშვილს, რომ შეწყვიტე ზრუნვა შენს სოფელზე, თორემ სხვებს სწყინთ და შურთ, რომ აქ ყველა კარგად ცხოვრობსო").
თემურ კაპანაძე, დავით  ფიფიას ფოტო, JAMnews
ფოტო: თემურ კაპანაძე, დავით ფიფიას ფოტო, JAMNEWS
FB
არის "ქველმოქმედების მდინარის" დაშრობის სხვა მიზეზიც: "სოფლის მოსახლეობა იმდენად მიეჩვია უშრომელ და უფასო სიკეთეს, რომ მომჭირნეობისა და ყაირათიანობის გრძნობა დაკარგესო", - ამბობს თემურ კაპანაძე, ბიძინა ივანიშვილის თანაკლასელი. ასეა თუ ისე, ჭორვილაში უფასო სოციალისტურ-კომუნისტური ყოფა-ცხოვრება წარსულს ჩაბარდა.
 
ოპონენტების აზრით, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ჭორვილელების უზრუნველ მდგომარეობას წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდისათვის იყენებდა: მისი მხარდამჭერები შეუსვენებლივ გაიძახოდნენ - "ბიძინა მთელ საქართველოში ჭორვილას მსგავს ცხოვრების პირობებს შექმნისო". ვრცელი პუბლიკაციის ერთ-ერთ ნაწილში სათაურით "შტრიხები ოლიგარქის პორტრეტისათვის" უშუალოდ თვითონ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილია გადმოცემული, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის დეტალები. სტატიაში ჩამოთვლილია ის წინასაარჩევნო "სიკეთით სავსე" დაპირებები, რომლებიც მოგვიანებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ლიდერმა ოლიგარქმა არ შეასრულა: "უმუშევრობა აღარ იქნება - ბიძინა ივანიშვილი 5 წელიწადში 100 ახალ ქარხანას ააშენებს"; "ყოველ სოფელს მთავრობა 5 მილიონ ლარს გამოუყოფს"; "მოსახლეობისათვის კომუნალური მომსახურების ტარიფები შემცირდება" და ა.შ.
ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში მეოთხე
ფოტო: ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში მეოთხე
FB
 
პოლიტოლოგ გია ნოდიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ რეკლამირებული ილუზიების ტყვეობაში აღმოჩნდნენ არა მარტო ამომრჩევლები, არამედ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც ოლიგარქთან გვერდით დგომა გადაწყვიტეს - ისინი, ვინც დასავლეთისაკენ იყურებოდა და ისინიც, ვინც რუსეთთან კავშირების გაწყვეტას დარდობდა".
 
როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილმა მისი მოტყუებაც მოახერხა: "როცა მე იგი უფრო ახლოს გავიცანი, მივხვდი, რომ ის თავის ნათქვამ სწორ სიტყვებში სულ სხვა აზრს დებს. მაგალითად, როცა ამბობს, რომ "საზოგადოებამ ხელისუფლება უნდა გააკონტროლოსო", საზოგადოებაში მილიარდერი საკუთარ თავს გულისხმობს".
რიტუალების სასახლე ჭორვილაში, დავით  ფიფიას ფოტო, JAMnews
ფოტო: რიტუალების სასახლე ჭორვილაში, დავით ფიფიას ფოტო, JAMNEWS
FB

"ჭორვილაში ყოვლისშემძლე თანასოფლელზე ფრთხილად ლაპარაკობენ, ჩურჩულით... ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ბიძინა ივანიშვილის ვილის წინ შვეულმფრენის დასაშვები მოედანია და როცა მისი ძრავის გრუხუნი ისმის, ადგილობრივი მოსახლეობა ხვდება, რომ ოლიგარქი სახლში მოდის.
"პირდაპირ ცრემლი მომდის, როცა ასეთი უმადური თანასოფლელების ნათქვამს ვისმენ", - ამბობს ლალი მაქასარაშვილი, ჭორვილას საბავშვო ბაღის გამგე. იგი ვერ იტანს, რომ ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ. თუმცა, კაცმა რომ თქვას, ჭორვილაში ოლიგარქს არავინაც არ აკრიტიკებს. წყაროскачать dle 12.0

Загрузка...
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკკლამა

პოპულალური

  • » ცრემლი მომდის, როცა უმადური თანასოფლელების ნათქვამს ვისმენ - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელი?
  • » ირაკლის სასიკვდილოდ გადადებული რას წერს ნათია ფანჯიკიძე კიბოს
  • » ნახეთ, რომელი გადაცემის წამყვანი იყო სვანი გოგონა, რომელმაც წუხელ თავი ჩამოიხრჩო (ვიდეო)
  • » პატარები ისხდნენ ძააან 6 გოგო და 2 ბიჭი – ინფორმაცია დიდუბეში მომხდარ მძიმე ავარიზე (ვიდეო)
  • » მღვდელს 40 დღის ბავშვი ხელიდან გაუვარდა – მისი მდგომარეობა კრიტიკულია
  • » "ანი განსაკუთრებული იყო... ლამაზი, ძალიან ლამაზი" - ნახეთ, რას წერს დათო ლიკლიკაძე თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპულ 20 წლის გოგოზე
  • » ნახეთ, აი თურმე ვინ ყოფილა ხარია წერეთლის შვილი - "ჩემი უტკბილესი ხარ დეე..." (ფოტოები)
  • » რა ვითარებაში იპოვეს გიგი გეგეჭკორის ცხედარი შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
  • » ამას არავინ მოელოდა - ნახეთ, რის სათხოვნელად შეხვდა საპატრიარქოში ნიკა გვარამია ილია მეორეს
  • » "მე გეტყვით ახლა სიმართლეს, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის ამბავი... დიდი ხანი ვდუმდი ამის შესახებ..."