ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

დამნაშავე იგუაინი - დამსახურებები, რომელიც წაგებული ფინალების ჩრდილში სამუდამოდ დარჩა




როგორც მოგეხსენებათ, გონსალო იგუაინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. არგენტინელი ფეხბურთელი გულშემატკივრებს ირონიაში შეფუთული წყენით დაემშვიდობა: "ყველაფერი დასრულდა. ვფიქრობ, ჩემი დრო წავიდა.

მინდა, რომ ჩემს ოჯახთან ერთად სიამოვნება მივიღო. ბევრისთვის სასიხარულოდ და შესაძლოა ზოგისთვის სამწუხაროდ - ნაკრებიდან მივდივარ. ახლა შეგიძლიათ აღარ იდარდოთ, ვიქნები თუ არა მოედანზე".


დამნაშავე იგუაინი - დამსახურებები, რომელიც წაგებული ფინალების ჩრდილში სამუდამოდ დარჩა

იმედგაცრუება, გაღიზიანება, სევდა და წყენა "პიპიტას" თითოეულ სიტყვაში იგრძნობა. იგუაინს ეროვნულ გუნდში მართლაც რთული კარიერა გამოუვიდა. ის კრიტიკის ნომერ პირველი ობიექტი არაერთხელ ყოფილა. თავად ფორვარდის განცხადებით: არგენტინელებს ახალი განტევების ვაცის პოვნა მოუწევთ.

სტატისტიკის მხრივ, "პიპიტა" ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. 75 შეხვედრა, 31 ბურთი - ასეთია სამხრეთ ამერიკელის შედეგი. იგუაინზე წინ მხოლოდ 5 გოლეადორია: მესი, ბატისტუტა, აგუერო, კრესპო და მარადონა.

დამნაშავე იგუაინი - დამსახურებები, რომელიც წაგებული ფინალების ჩრდილში სამუდამოდ დარჩა

ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, არგენტინაში პრობლემას მხოლოდ გონსალო არ ქმნიდა. "ალბისელესტეს" სახეს უკვე 10-წელზე მეტია, რაც საეჭვო დონის მწვრთნელები, შუახაზელები, მცველები და მეკარეები წარმოადგენენ. მოკლედ, "თეთრ-ლურჯებს" მხოლოდ შეტევა თუ უვარგათ.

მარადონადან - სამპაოლიმდე "ვერცხლები" ანაბიოზის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. თითოეული არგენტინელი დამრიგებელი თუ მოთამაშე ერთ დავალებას ემსახურებოდა: მესის მსოფლიო ჩემპიონობას. შემადგენლობას ყურადღებას არავინ აქცევდა, ყველა ლეოს დიდებით იყო დაბრმავებული.

დამნაშავე იგუაინი - დამსახურებები, რომელიც წაგებული ფინალების ჩრდილში სამუდამოდ დარჩა

რეალურად კი "ალბისელესტე" თავის კონკურენტებს ყოველთვის ჩამორჩებოდა, თანაც არაერთი კრიტერიუმით. რთულია ასეთ ვითარებაში ნაკრებში წარმატების მიღწევა. აღსანიშნავია, რომ კრიტიკის ობიექტი მისი უდიდებულესობა, თავად ლიონელიც ხშირად გამხდარა.

იგუაინის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის ცუდ დროს, ცუდ ადგილას აღმოჩნდა. დიახ, "თეთრ-ლურჯებმა" გონსალოს უშუალო დამსახურებით სამ ფინალში ჩაისვარეს, მაგრამ მხოლოდ "პიპიტა" დამნაშავე არ იყო. გავიხსენოთ თითოეული შემთხვევა.

დამნაშავე იგუაინი - დამსახურებები, რომელიც წაგებული ფინალების ჩრდილში სამუდამოდ დარჩა

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი - არგენტინელმა 100%-იანი მომენტი გაუშვა ხელიდან, თუმცა შეხვედრის მიწურულს როდრიგო პალასიომ 120%-იანი ეპიზოდი გააცუდა. რომელია უარესი: შანსის ვერ გამოყენება მე-20 წუთზე თუ 97-ეზე? მინიმუმ ორივე, მაგრამ უფრო მეორე.
скачать dle 12.0

Загрузка...
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით