ვიდეო მიმოხილვა

ყველა ვიდეო

ლეგიონის უქმეები: იდეალური მხოლოდ საბას ჯარიმა იყო [VIDEO]

ქართველი ლეგიონერებისთვის ნაკლებად ნაყოფიერი კვირა გამოდგა.

ავსტრიაოთარ კიტეიშვილის "შტურმი" შინ "მატესბურგთან" 1:2 დამარცხდა. ჩვენებურმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. 8 ტურის შემდეგ "შტურმი" მეექვსე პოზიციაზეა.
აშშქართველების "სან ხოსე" "ლოს ანჯელესს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ვაკო ყაზაიშვილმაც და გურამ კაშიამაც შეუცვლელად ითამაშეს. "სან ხოსე" 30 ტურის შემდეგ ბოლო, მე-12 ადგილზეა. 

ბელორუსიგიორგი ნავალოვსკის მინსკის "დინამომ" მინსკის "ლუჩს" 3:2 სძლია. ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. 21 ტურის შემდეგ მინსკის "დინამო" მეორე ადგილზეა.
ბელგიაქართველების "გენტი" შინ ცხრილის ლიდერთან, "ბრიუგესთან" 0:4 განადგურდა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელადითამაშა, გიორგი ქვილითაიას ტრავმა აქვს. "გენტი" რვა ტურის შემდეგ მეხუთე პოზიციაზეა.
ხორვატიაგიორგი მჭედლიშვილის "გორიცა" "ოსიეკს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 8 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა. 

კვიპროსიქართველების "ანორთოსისი" "ალკი ოროკლინის" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. ბექა მიქელთაძემ 90 წუთი ითამაშა, ნიკა კაჭარავა კი შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო. "ანორთოსისი" 4 ტურის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.
დანიალაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" "ვეილს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებურმა ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და მისი გუნდი 10 ტურის შემდეგ მეექვსე პოზიციას იკავებს. 

საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" შინ "ვენდისსელს" 2:0 სძლია. ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე მისი ლამაზად შესრულებული ჯარიმით გაიხსნა ანგარიში. საბოლოოდ საბა 86-ე წუთზე შეცვალეს. "რანდერსი" მეშვიდე ადგილზეა.скачать dle 12.0

Загрузка...
დატოვეთ კომენტარი სოციალური ქსელის მეშვეობით

რეკკლამა

პოპულალური

  • » ცრემლი მომდის, როცა უმადური თანასოფლელების ნათქვამს ვისმენ - როგორ ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელი?
  • » ირაკლის სასიკვდილოდ გადადებული რას წერს ნათია ფანჯიკიძე კიბოს
  • » ნახეთ, რომელი გადაცემის წამყვანი იყო სვანი გოგონა, რომელმაც წუხელ თავი ჩამოიხრჩო (ვიდეო)
  • » პატარები ისხდნენ ძააან 6 გოგო და 2 ბიჭი – ინფორმაცია დიდუბეში მომხდარ მძიმე ავარიზე (ვიდეო)
  • » მღვდელს 40 დღის ბავშვი ხელიდან გაუვარდა – მისი მდგომარეობა კრიტიკულია
  • » "ანი განსაკუთრებული იყო... ლამაზი, ძალიან ლამაზი" - ნახეთ, რას წერს დათო ლიკლიკაძე თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპულ 20 წლის გოგოზე
  • » ნახეთ, აი თურმე ვინ ყოფილა ხარია წერეთლის შვილი - "ჩემი უტკბილესი ხარ დეე..." (ფოტოები)
  • » რა ვითარებაში იპოვეს გიგი გეგეჭკორის ცხედარი შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
  • » ამას არავინ მოელოდა - ნახეთ, რის სათხოვნელად შეხვდა საპატრიარქოში ნიკა გვარამია ილია მეორეს
  • » "მე გეტყვით ახლა სიმართლეს, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის ამბავი... დიდი ხანი ვდუმდი ამის შესახებ..."